LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: ორჯერადად აცრილებისთვის ტესტირება, შესაძლოა უფასო იყოს

618
77

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ტესტირება ფასიანი გახდა, ორჯერადად აცრილებისთვის, შესაძლოა, უფასო იყოს.

ამის შესახებ მან ვაქცინაციის შესახებ ვებინარზე ისაუბრა.

„ორჯერადად აცრილებისთვის ჩვენ არ გავუწევთ რეკომენდაციას, რომ სწრაფი ტესტი იყოს ფასიანი. ორჯერადად აცრილებისთვის, ვისაც რეგულარული ტესტირება ეკუთვნის, იმათთვის სახელმწიფო დააფინანსებს. აი, ვინც არ იქნებიან აცრილები, მათზე ვფიქრობთ, რომ შევიდეთ ამ წინადადებით.

ვისაც ეკუთვნის აცრა, უკვე გარკვეული დროის შემდეგ, მაშინ კეთილი ინებონ და დამსაქმებელმა ან თვითონ დასაქმებულმა უზრუნველყონ ტესტირების ფასის გადახდა.

ჩვენ ვთავაზობთ, რომ ისინი იყვნენ აცრილები. თუ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად წინააღმდეგი ჩვენებაა და ვერ იცრება ადამიანი, იმისთვის ისევ უფასო დარჩება”, – ამბობს გამყრელიძე.

დღეს გამართულ ვებინარზე გამყრელიძემ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი წინადადება გააჟღერა:

გამყრელიძე: ორსულობა კოვიდ-19-ის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს, ამიტომ ორსულების აცრა აუცილებელია

გამყრელიძე: შარშან კოვიდით ორსულის გარდაცვალების ერთი, წელს კი 8 შემთხვევა გვაქვს

გამყრელიძე: 12 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის ვაქცინაციას, ვფიქრობ, შემოდგომაზე დავიწყებთ

ყველა იმედით შევცქერით, რომ ამ წლის ბოლოს შესაძლებელია გამოჩნდეს კოვიდის სამკურნალო ერთი ან რამდენიმე წამალი: გამყრელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g