LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“განადგურებული ვარ ამ საზარელი საგზაო შემთხვევით…ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემი ოჯახის ტრაგედია თავიდან განმეორდაო…აღარ ვიცი, რით შევაჩერო ეს ქუჩის მკვლელობები” – მევლუდ მელაძე

520
BeFunky-collage - 2023-01-23T200326.077

ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე სოციალურ ქსელში ლილოში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება, რა დროსაც 1 ადამიანი დაიღუპა და 3 ბავშვი კლინიკაში დააწვინეს.

“სრულიად განადგურებული ვარ ამ საზარელი საგზაო შემთხვევით. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემი ოჯახის ტრაგედია თავიდან განმეორდაო და ვერ აღგიწერთ რა სიღრმის ტკივილია ეს თითოეული ოჯახისთვის ვინც ყველაზე საყვარელ ადამიანს კარგავს.

არ ვიცი როგორი ფორმით შეიძლება მივუსამძიმრო ამ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს იმიტომ, რომ ჩვენთვის მაშინაც და დღემდე ნებისმიერი სამძიმარი გულში ახალი დანის ჩარტყმას ჰგავდა და ისევ ჰგავს.

აღარ ვიცი როგორ მოვიქცე და რით შევაჩერო ეს ქუჩის მკვლელობები. ყველგან სადაც კი შანსი მაქვს ძალას და მონდომებას არ ვაკლებ რომ ავუხსნა ადამიანებს თუ რით შეიძლება დასრულდეს მათი ნებისმიერი არასწორი ქმედება საჭესთან.

უკვე ისიც კი მგონია რომ განგებამ ბრძოლა პირადად გამომიცხადა, რადგან ეს შემთხვევა ლილო არენასთან 200 მეტრში მოხდა. ორასიოდე მეტრში იმ ადგილისგან რომელიც იმიტომ შევქმენით რომ ქუჩის რბოლები დაცულ სივრცეში გადაგვეტანა.

ყველას ისევ გთხოვთ გავუფრთხილდეთ ყველაზე ძვირფასს, ერთმანეთის სიცოცხლეს რადგან არ ვიცით როდის როგორი ფორმით შემოგვიბრუნდება ჩვენი არასწორი საქციელი და თუ შეცდომა უკვე დავუშვით როგორც არ უნდა ვეცადოთ დროს უკან ვეღარ გადავახვევთ”, – წერს მევლუდ მელაძე.

ლილო არენასთან ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g