რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის საახალწლო გადაცემას „არის 2026“ დუეტი „ლეონი“ სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები“ პრემიერა შედგა.
როგორი იყო თქვენთვის 2025 წელი?
ნინი: ჩემთვის განსაკუთრებული წელიწადია, რადგან პატარა ბაიას ველოდებით.
ლევანი: შემოქმედებითად, მუდმივად განვითარებადი წელი იყო, ძალიან ბევრი ახალი სიმღერა შევქმენით. წელიწადს არ ვუშვებთ ისე, რომ რაღაც ჰიტები არ შევქმნათ.

როგორ ხვდებით ახალ წელს, რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია თუ გაქვთ?
ნინი: ბოლო პერიოდში, ძირითადად, სახლში არ ვატარებთ ახალ წელს.

რომელი ამზადებთ საახალწლო სუფრას?
ნინი: ორივე ერთად. რომ არა მომღერალი, ლევანი, ალბათ, შეფი იქნებოდა.
როგორია დაგეგმილი კონცერტები?
ლევანი: 25 დეკემბერს ვართ ჩოხატაურში, 26 დეკემბერს გვაქვს განსაკუთრებული ღონისძიება, ნოეს აქვს ბაღში ზეიმი და იქ ვართ სტუმრები, როგორც მშობლები და მონაწილეები, 27 დეკემბერს კიდევ ერთ ბაღში ვართ მიწვეულები და შემდეგ, თეთრიწყაროში გვაქვს კონცერტი. 29 დეკემბერს ვართ მარნეულში და 30 დეკემბერს – წავკისში. 31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს დახურული საღამოები გვაქვს.

მეკვლეობის თუ გჯერათ და ვინ არის ხოლმე თქვენი მეკვლე?
ლევანი: ნოე.
ზოგადად, რომელ დღესასწაულს გამოარჩევდით?
ლევანი: გადაჭარბების გარეშე, ახალი წელი ჩემთვის ყველაფრით განსხვავებულია. ახალი წელი ყველაფერ ახალთან ასოცირდება და ჩემში ახალ მდგომარეობებს აღვიძებს. მიყვარს აღდგომაც.
ნინი: ვფიქრობ, ახალი წელი ყველა ადამიანისთვის ახლის დასაწყისია.

ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე „მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები“.
ლევანი: არის უზბეკური სიმღერა, რომელიც ჩემებურად გავაკეთე. განსხვავებული იმით არის ეს სიმღერა, რომ ერეკლე დიდიამ გააკეთა ძალიან კარგი არანჟირება, სადაც ამ უზბეკურ და აზიურ ჰარმონიაში ცოტა ქართულიც შევიტანეთ. ტექსტის ავტორი მე ვარ.

როგორია სამომავლო გეგმები?
ლევანი: წელს, ჩამოვყალიბდით, რომ დუეტი „ლეონი“ და ბენდი „ერეკლეონი“ გავაერთიანოთ და მსმენელს ორი ჟანრი შევთავაზოთ. რაღაც ერთობლივი პროექტები უკვე გაკეთებულია.
დუეტი ლეონი – მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
დუეტი ლეონი – ახალი წელია. Live
დუეტი ლეონი. “არის 2026” წინასაახალწლო გადაცემა