LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განწყობის დეკლარირება არ მოუხდენია, იმედია, ჩვენს არგუმენტებს გაიზიარებს: მდინარაძე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

66
მამუკა-მდინარაძე

“კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩემდა გასაკვირად, გარკვეული აჟიოტაჟი იყო და მე მგონია, რომ ეს იყო გადაჭარბებული, რადგან არაფერი განსაკუთრებული იქ არ ყოფილა,” – აცხადებს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ “ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე და ამბობს, რომ ვეტოს შესაძლო დადებასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილს მათთან განწყობები არ გამოუხატავს.

მდინარაძის განმარტებით, თუ პრეზიდენტი ვეტოს დადების გადაწყვეტილებს მიიღებს, გააჩნია რა არგუმენტაცია მოჰყვება ამას და ამის შემდეგ იმსჯელებს პარლამენტი ვეტოს დაძლევაზე:

“კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩემდა გასაკვირად, გარკვეული აჟიოტაჟი იყო და მე მგონია რომ ეს იყო გადაჭარბებული, რადგან არაფერი განსაკუთრებული იქ არ ყოფილა.

ყველაფრერზე თავისი სამართლებრივი არგუმენტებით მოვუყევით პრეზიდენტს და რადგან სამართლებრივად არცერთი ნიუანსი არ არსებობს, სადაც არის პრობლემა, რადგან საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კონსტიტუციასთან აბსოლუტურ თანხვედრაშია ეს კანონპროექტი და გაცილებით მკაცრია მსგავსი ქმედებისთვის ევროპის ქვეყნებში, იმედი გვაქვს, პრეზიდენტი გაიზიარებს ამ არგუმენტებს.

ყურადღებით მოგვისმინა, კითხვები დასვა და მის დასკვნებზე მე წინაწარ ვერ ვილაპარაკებ. წინასწარ ვერ ვილაპარაკებთ ვეტოს დაძლევაზე – თუ პრეზიდენტმა ვეტოს დადების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ჩემი აზრით, სამართლებრივ არგუმენტებს ვერ დაეყრდნობა, ამ შემთხვევაში, გააჩნია რა არგუმენტაცია მოჰყვება ამას და ამ შემდეგ იმსჯელებს ვეტოს დაძლევაზე პარლამენტი. თუ იქნება ისეთი საკითხები, რაც განხილვადია და რაციონალურ მსჯელობაში ჯდება, ამაზე მსჯელობაც შეიძლება. ჩემი ვარაუდია და შეიძლება სუბიქტური ვარ, სამართლებრივი არგუმენტაცია, თუ რატომ შეიძლება ვეტო დაედოს, არ არის.” – თქვა მდინარაძემ.

ამავე თემაზე:

პრეზიდენტმა “ოცნების” გადაწყვეტილებების რევიზია დაიწყო, მარგველაშვილმაც ვეტოებით დაიწყო და ვნახეთ, სადამდეც მივიდა: იოსელიანი

გომელაური ათონელის სასახლეში მივიდა – სამწლიანი პრეზიდენტობის პერიოდში ზურაბიშვილი ვეტოს უფლებას პირველად გამოიყენებს?

პოპულალურები