მწერალი, გიორგი კეკელიძე „ბიბლუსის“ გენერალური დირექტორის, ირაკლი გაგნიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც კეკელიძე აღნიშნავს, ირაკლი გაგნიძე იყო ადამიანი, ვინც რეალურად ეს ბრენდი [„ბიბლუსი ჯგუფი“], იმ ფორმით შექმნა, როგორიც საზოგადოებამ იცის.
მწერალი წერს, რომ ონკოპაციენტის ისტორიაზე წიგნი, რომელზედაც ახლა მუშაობს, ირაკლის ხსოვნას მიეძღვნება:
„გაოგნებული და განადგურებული ვარ. ერთდროულად. მეც და ყველა ბიბლუსელი. ირაკლი გაგნიძე, ადამიანი, ვინც რეალურად შექმნა ეს ბრენდი იმ ფორმით, რაც თქვენ იცით, 42 წლის ასაკში, მოულოდნელი დიაგნოზით, უმძიმესი სენისგან, ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
„ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე გარდაიცვალა – „მისი წვლილი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში შეუფასებელია“
„ირაკლი გაგნიძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა „ბიბლუსს“.
ირაკლი იყო სრულიად ბრწყინვალე პიროვნება და პროფესიონალი. თავის დროზე, ირაკლი თევდორაშვილთან ერთად, სწორედ მან შემომათავაზა, „ბიბლუსი ჯგუფს“ შევერთებოდი და ამ ერთი წლის მანძილზე ბევრი რამ მოვასწარით ერთად. რაც მთავარია – დავმეგობრდით.
უცნაურად დაემთხვა, რომ სწორედ ამ დროს ვწერ წიგნს ონკოპაციენტის ისტორიაზე. ეს წიგნი ირაკლის ხსოვნას მიეძღვნება.“ – წერს გიორგი კეკელიძე.
გაოგნებული და განადგურებული ვარ. ერთდროულად. მეც და ყველა ბიბლუსელი. ირაკლი გაგნიძე, ადამიანი, ვინც რეალურად შექმნა ეს…
Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on Monday 24 February 2025