გაქცეულმა პატიმარმა გადაწყვიტა, რომ პოლიციას ჩაჰბარებოდა, რათა მისი დაჭერისთვის დაწესებული ჯილდო აეღო. ბრიტანელი კრიმინალის უჩვეულო ისტორიას Daily Mail ავრცელებს.
32 წლის კეტრის ჰარისონი სასამართლო აკრძალვის დარღვევისთვის გაასამართლეს. მოგვიანებით მამაკაცმა პირობითი სასჯელის წესიც დაარღვია.
პოლიციამ გაქცეული დამნაშავის დაჭერისთვის ჯილდო – 500 ფუნტი დააწესა. შესაბამისი განცხადება პოლიციის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა და მას ჰარისონის ფოტოსთან ერთად საკონტაქტო ინფორმაციაც ჰქონდა დართული.
მალევე პოსტის ქვეშ თავად ჰარისონმა დააკომენტარა და ფულის აღების სურვილი გამოთქვა. „მე დიდი სიამოვნებით მივიღებდი ამ 500 ფუნტს“, – დაწერა მსჯავრდადებულმა.
შემდეგ კომენტარში კი მამაკაცმა დაწერა: „გადამიხადეთ 500 ფუნტი და მე თავად ჩავბარდები“.
საბოლოოდ როგორ დასრულდა ეს ისტორია და დაიჭირეს თუ არა ჰარისონი, უცნობია.