LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაქვს ფული, გადაიხადე: ახალი წლიდან ავტომობილზე გადასახადი შემოდის

51

2017 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადი დაწესდება. ეკონომიკურ პორტალ Bpn.ge-ს ინფორმაციით, მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2017 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სავალდებულო ხდება.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება.

როგორც პროექტშია აღნიშნული, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი სხვადასხვა დროს გამოშვებულ ავტომობილებზე განსხვავებული იქნება.
კერძოდ, ფიზიკური პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია, ვალდებული ხდება გადაიხადოს ქონების გადასახადი მის საკუთრებაში მყოფ მსუბუქ ავტომობილზე.

ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია ავტომობილის ასაკის მიხედვით და შემდეგნაირად განისაზღვრება: 1 წლამდე ავტომობილებზე – 500 ლარი; 1-დან 5 წლამდე – 240 ლარი; 5-დან 10 წლამდე – 120 ლარი; 10 წლის ზემოთ – 60 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები