LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გარჩევები გუნდის შიგნით მაშინაც იყო, ეს დასამალი არ არის, გახარიამ, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მხარი დაუჭირა იმას, რომ საქართველოში რევოლუციური პროცესი განვითარებულიყო“ – გია ვოლსკი 20 ივნისის საქმეზე

366
გიორგი გახარია, გია ვოლსკი

„ობიექტურად უნდა ითქვას, [20 ივნისის საქმეზე] კითხვები მაშინაც იყო, გუნდის შიგნით გარჩევები მაშინაც იყო – გახარიას ხელმძღვანელობის პერიოდში, პოლიციას არ ეტყობოდა, რომ ცუდი შედეგების თავიდან აცილებას ცდილობდა“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ, 20 ივნისის საქმეზე, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას დაბარებას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, გახარიამ საქართველოში რევოლუციური პროცესების განვითარებას დაუჭირა მხარი.

„ობიექტურად უნდა ითქვას, კითხვები მაშინაც იყო. გარჩევები გუნდის შიგნით მაშინაც იყო. ეს დასამალი არ არის. გახარიამ, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მხარი დაუჭირა იმას, რომ რევოლუციური პროცესი განვითარებულიყო საქართველოში. ერთი იმით, რომ კატეგორიულად ითხოვდა, კონკრეტული დამნაშავე ადამიანი არ დაეკავებინათ და ეს ყველაფერი ემთხვეოდა სააკაშვილის განცხადებებს, რომ საქართველოში აპირებდა ჩამოსვლას. შემდეგ უკვე, კრიზისი რომ ვერ შექმნა ამით, გადადგა.

ამ გადადგომას უნდა მოჰყოლოდა მთელი რიგი პროცესები, რაც ასევე არ გამართლდა და დღეს შეაფარა პოლიტიკურ სივრცეს და ამ პოლიტიკური სივრციდან ცდილობს თავისი ჩანაფიქრის განვითარებას. გაპრემიერებით, ის ჩამოსცილდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ რესურსებს, რომელსაც ბოროტად იყენებდა. ამას პროცესი სჭირდებოდა. ასეთი სწრაფი დასკვნები რასაკვირველია არ იყო საჭირო, ვერც გააკეთებდი, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა, რომ მისი ქმედებები არ იყო შემთხვევითი, ეს არ იყო შეცდომები, ეს იყო განზრახ ჩადენილი გარკვეულო ქმედებები. ეს დადასტურდა მისი კონკრეტული საქციელით, როდესაც იმის მაგივრად, რომ ქვეყანაზე ეზრუნა, შეეცადა აშკარად, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებისთვის შეეწყო ხელი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 20 ივნისის საქმეზე დაიბარეს. მათივე თქმით, საგამოძიებო კომისიაზე დაბარების შესახებ უწყისი გახარიას მშობლებს ჩაბარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g