LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაბანში მეორე თბოსადგური შესაძლოა, ჩინურმა კომპანიამ ააშენოს

87

გარდაბანში, კომბინირებული ციკლის 230 მეგავატი სიმძლავრის თბოსადგურს სავარაუდოდ, CHINA TIANCHEN ENGEERING CORPORATION-ი (CTEC) ააშენებს.

ჩინური კომპანია „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გამოცხადებულ ფასთა გამოკითხვის მიხედვით შეირჩა.

CTEC-ი კორპორაციას თბოსადგურის მშენებლობას 159.013 მლნ აშშ დოლარად სთავაზობს, რაც  ფასთა გამოკითხვაში მონაწილე 7 კომპანიას შორის, ყველაზე დაბალ ფასია.  პროექტის სრულყოფილი დოკუმენტაციის მოსამზადებლად მოლაპარაკებები  მალე დაიწყება და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება.

ახალი თბოსადგური გარდაბანში უკვე არსებულის გვერდით აშენდება. გარდაბანში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური გასული წლის ზაფხულში გაიხსნა.

პროექტის განხორციელებისთვის 230 მილიონ აშშ დოლარ დაიხარჯა. ინვესტიცია განხორციელდა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ, მისი მშენებლობა კი უმსხვილესმა თურქულმა კომპანიამ – ÇALIK ENERJİ-მ განახორციელა, რომელიც წელსაც მონაწილეობდა ახალ ფასთა გამოკითხვაში, თუმცა მისი შეთავაზებული ფასი ($201,89 მლნ) კონკურენტებზე მაღალი აღმოჩნდა.

magti 5g