გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
საქართველოს პროკურატურამ გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს საქმის მასალების გაცნობა და ასლების გადაცემა შეეზღუდა.
“ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს დამატებითი მასალების გაცნობა შეეზღუდა, მათი შესაძლო გასაჯაროების, მოწმეებზე ზემოქმედების, მათი დაშინების, ნივთმტკიცებების განადგურების, ყალბი მტკიცებულებების შექმნის და შესაბამისად, საგამოძიებო პროცესის ხელშეშლის გამოწვევის მიზნით. გარდაცვლილის ოჯახი გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე შეუფერხებლად გაეცნობა საქმის მასალებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეგი ბაქრაძის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ კლინიკამ დოკუმენტაცია გააყალბა
შეგახსენებთ, ექთანი მეგი ბაქრაძე 18 მარტს, დღის პირველ ნახევარში “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა. ვაქცინის მიღებიდან მალევე მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
რა ინფორმაციაა მეგი ბაქრაძის ტელეფონში – ადვოკატები ვაქცნინაციის დროის შეცვლაზე საუბრობენ