საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 041-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 436 პირს დაუდასტურდა, 1 805 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა,
აჭარა – 360,
იმერეთი – 407,
ქვემო ქართლი – 190,
შიდა ქართლი – 205,
გურია – 123,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 164,
კახეთი -185,
მცხეთა-მთიანეთი -67,
სამცხე-ჯავახეთი – 51,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 24 834 საიდანაც:
4 353 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 027, აჭარაში – 510, იმერეთში – 751.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 115 პირი, მათ შორის, თბილისში – 544, აჭარაში – 120, იმერეთში – 283. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 264 პირი, მათგან თბილისში – 151, აჭარაში – 33, იმერეთში – 28.
921 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 607 – თბილისში, 204 – აჭარაში.
19 560 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 43, ხოლო აჭარაში – 5.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 4 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 832 ადამიანი.
გუშინ, 4 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 3 590 შემთხვევა გამოვლინდა, 1 955 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 67 კი გარდაიცვალა.