LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა მუსიკის ისტორიკოსი მანანა კორძაია – „უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ მის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს“

183
მანანა კორძაია

85 წლის ასაკში მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი მანანა კორძაია გარდაიცვალა.

მანანა კორძაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კოლექტივი და სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სახელით უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ მუსიკის ისტორიკოსის მანანა კორძაიას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს.

პანაშვიდები: 22 და 23 ივლისს 5 საათიდან, გასვენება – 24 ივლისს, 14:00 საათზე.

მისამართი: არნლოდ ჩიქობავას #5.

ქალბატონმა მანანამ დაამთავრა თბილისის №7 მუს. სკოლა, შემდეგ თბილისის II მუსიკალური სასწავლებლის თეორიული განყოფილება.

1967 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მუსიკის ისტორიის განხრით, ასევე პარალელურად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1965-1971წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის კომიტეტის მუსიკალურ გადაცემათა რედაქციის რედაქტორად;

1966 წლიდან იყო თბილისის III სამუსიკო სკოლის, 1972 წლიდან II სამუსიკო სასწავლებლის,

1980 წლიდან ცენტრალური მუსიკალური სკოლის პედაგოგი;

1972-1986წწ. იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს სარედაქციო-სარეპერტუარო კოლეგიის წევრი;

1986-1996წწ. გამომცემლობა “ხელოვნების” მუსიკისა და ხალხური შემოქმედების რედაქციის გამგე;

1996- 2006წწ. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი კულტურის სფეროში; მიყავდა სალექციო კურსი მუსიკის ისტორიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე და ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში;

მოღვაწეობდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც კითხულობდა ლექციებს მუსიკალური ჟურნალისტიკის პროგრამის ფარგლებში;

2009 წლიდან ლექციებს კითხულობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში;

გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები წიგნებში: ნ. ანდღულაძე, „ჰომო – კანტოს“, „ნანი“, „ბიძინა კვერნაძე”, „ლადო ათანელი“; ავტორია წიგნისა „მედეა ამირანაშვილი“(2009, გამომცემლობა “ფორმა”); არის ალექსი მაჭავარიანის მოგონებების წიგნის “შემოქმედი და დრო” შემდგენელი და ლიტერატურული ვერსიის ავტორი(2009, გამომცემლობა „მინიატურა“); მისი რედაქტორობით გამოცემულია წიგნები: ივ. ჯავახიშვილი – “ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები”, ა. წულუკიძე – “შალვა მშველიძე”, მ. ფიჩხაძე – “სულხან ცინცაძე”, რ. წურწუმია – “მეოცე საუკუნის ქართული მუსიკა”; საენციკლოპედიო სტატიები: ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში, ქართული გვერდი ლა რუსის საყმაწვილო ენციკლოპედიაში “მუსიკა”, მონაწილეობდა თეატრალური ენციკლოპედიის სამუშაო ჯგუფში;

იყო კომპოზიტორთა კავშირის წევრი“, – წერია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

⚫️თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სახელით უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ მუსიკის ისტორიკოსის მანანა კორძაიას…

Posted by თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია Tbilisi State Conservatoire on ორშაბათი, 21 ივლისი, 2025
magti 5g