გარდაიცვალა პოეტი, პროზაიკოსი და მთარგმნელი გივი ალხაზიშვილი. არაერთი პოეტური და პროზაული კრებულის ავტორი 77 წლის იყო.
მისი გარდაცვალების შესახებ ცნობა სოციალურ ქსელში საქართველოს პენცენტრის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
გივი ალხაზიშვილს გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: „მოგონებათა ქალაქი“ (1975), „უცხო ფრინველი“ (1975), „ლექსები პოემა“ (1977), „წარსულის სარკმელი“ (1980), „დიალოგი ფიქრში“ (1981), „თვალი – სულის სანთელი“ (1982), „ქარის დევნა“ (1983), „შენ ყოველივეს ხედავ, ცაო“ (1985), „სიტყვების მოლოდინი“ (1987), „აღმოცენება“ (1987), „გული ანათებს“ (1989), „ღამეთა ფერფლი“ (1990), „მხოლოდ სიყვარულზე“ (1990), „სინათლე წვეთში“ (1995), „გამოსვლა უდროობიდან“ (1998), „ერთტომეული“ (1998), „გაღწევის სურვილი“ (2005), „ქორონიკონი“ (2006), „ქორონიკონი 2007“ (2008).
1998 წელს წიგნისათვის „გამოსვლა უდროობიდან“ მიენიჭა აკაკი წერეთლის სახელობის პრემია. 1999 წელს ამავე წიგნისთვის გადაეცა სახელმწიფო პრემია. 2011 წელს, პრემია „საბა“ საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „ჩაბრუნებული მზერა”.
ავტორია რომანებისა: „ამოდის თუ ჩადის მზე?!“ (1999), „სოდომიდან სოდომამდე“ (1999), „რკინის კარს აქეთ და იქით“ (2002) და სხვ.
გივი ალხაზიშვილის ნაწარმოებები თარგმნილია რამდენიმე ენაზე.
