LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარევაჭრობამ მონასტრისთვის შეუფერებელი, ძალიან უსახური ფორმა მიიღო – რატომ დაიხურა ჯვრის მონასტერი

Jvari-2

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მცხეთის ჯვრის მონასტრის დაკეტვა გარევაჭრობას უკავშირდება.

როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, ტაძრის დაკეტვის მიზეზი არის მოუწესრიგებელი გარევაჭრობა, რომელიც ტურისტებისთვის არასახარბიელო გარემოს ქმნის. 

ჯვრის მონასტერი მღვდელმსახურებმა თვითნებურად დაკეტეს

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის, გოგიტა კაპანაძის თქმით, ჯვრის მონასტრის დაკეტვა მონასტრის წინამძღვრის თვითნებობაა და მსგავსი ფაქტი ისტორიას არ ახსოვს

„გარევაჭრობამ მონასტრისთვის შეუფერებელი, ძალიან უსახური ფორმა მიიღო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მამა კონსტანტინეს არაერთგზის დაუყენებია ეს საკითხი, მაგრამ არ მოხერხდა ამის გადაწყვეტა და შემდგომ მიიღო ასეთი ზომები. მიჭირს პასუხი, რამდენად იყო მისი ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული საპატრიარქოსთან, ვინაიდან მე არ ვარ ქალაქში, თავად ჩემთვის ეს ფაქტი სიახლე იყო,“ – განაცხადა ჯაღმაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები