LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გასაგებია, რომ 40 წლის მერე ქვეითდება საკვერცხეების რეზერვი, მაგრამ მე მინახავს ადამიანები, რომელთაც 50 წლის ასაკში გაუჩენიათ შვილები“ –  მეან-გინეკოლოგი ლალი ცხოვრებაშვილი

236
ლალი-ცხოვრებაშვილი

რა ასაკში უნდა ვიფიქროთ აქტიურად რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, როდის, რა ასაკში უნდა დავგეგმოთ შვილოსნობა და სადამდე შეიძლება მოცდა. ამ თემაზე ფორტუნაში სტუმრობისას ქირურგმა-ენდოსკოპისტმა, მეან-გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა, ენდოკრინოლოგმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, ლალი ცხოვრებაშვილმა ისაუბრა.

„დღევანდელ დღეს, როდესაც მსოფლიოში ასეთი ტექნოლოგიებია განვითარებული, კონკრეტული ასაკი უკვე წაშლილია, რა თქმა უნდა, მე არ ვსაუბრობ ღრმად მოხუცებულ პირებზე. აღნიშნული ტექნოლოგიები ყველა კატეგორიის, ყველა ასაკის ადამიანს აძლევს საკუთარი შვილის გაჩენის შესაძლებლობას. რეპროდუქციული ასაკი დღეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გაივლის თავის ცხოვრებას ადამიანი. გასაგებია, რომ 40 წლის მერე ქვეითდება საკვერცხეების რეზერვი და ანტიმიულერის მთავარი ჰორმონი, რომელიც განაგებს ამ საკვერცხის რეზერვის ფუნქციონირებას და არსებობას, მაგრამ მე მინახავს ადამიანები, რომელთაც 50 წლის ასაკში გაუჩენიათ შვილები. 40-44 წელზე საერთოდ ლაპარაკიც აღარ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, რაც უფრო მალე გააჩენთ შვილს, მით უკეთესია“ – განაცხადა ლალი ცხოვრებაშვილმა.

გადაცემა ვრცლად…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g