LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გასცა თუ არა მითითება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისადმი სანქცირებული პირების საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ?“ – რომან გოცირიძის სადეპუტატო კითხვა ნათია თურნავას

142
ნათია თურნავა, რომან გოცირიძე

„გასცა თუ არა მითითება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისადმი ზემოთ აღნიშნული პირების საბანკო ანგარიშების გაუქმების (გაყინვის) შესახებ?“ – აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სადეპუტატო კითხვით ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას მიმართავს.

გოცირიძის სადეპუტატო კითხვა ეხება ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ ზვიად ხარაზიშვილის, მილერი ლაგაზაურის, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძისადმი ფინანსური სანქციების დაწესებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებს აწესებს

ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: გასცა თუ არა მითითება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისადმი ზემოთ აღნიშნული პირების საბანკო ანგარიშების გაუქმების (გაყინვის) შესახებ?“ – ნათქვამია გოცირიძის სადეპუტატო კითხვაში.

ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს სანქციები დაუწესა.

მამუკა მდინარაძე  – „სკეტჩის” არ იყოს, რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ? – ეს ჩვენ ზიანს ვეღარ გვაყენებს, გაცვდა ეს მოქმედებები, ზიანს აყენებს აშშ-ის რეპუტაციას საქართველოში და ძალით რატომ აკეთებენ?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები