დღეს სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა.
„ფეისბუკში“ არაერთმა ქართველმა ემიგრანტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნებული ნინო ბოლაშვილი გარდაიცვალა.
მათ შორისაა კატერინა კილაძეც, რომელიც გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის დედას, ხათო ბოლაშვილს მიმართავს და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო.
„დილიდან ამ თავზარდამცემი ამბის შემდეგ, რასაც შენი გარდაცვალება ჰქვია, ისეთივე გაოგნებული და განადგურებული დავდივარ, როგორც მთელი ბარის ემიგრანტები…“ – ქართველი ემიგრანტი, ნინო ბოლაშვილი გარდაიცვალა
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მაია ლომიძე ავრცელებს.
„საუკეთესოს დედის შვილი რომ იყო და სულ მზად იყო მოყვასის დასახმარებლად ძალიან მიყვარდა. ამიტომ ემიგრაციაში რამდენჯერ, რამდენს, როგორი დიდი გულით და სიყვარულით დახმარებია ჩემსას, სულ მეიმედებოდა ხათო ბოლაშვილი, თავისი მაგარი შვილებით, უსაყვარლესი ოჯახი, თან რა ლამაზი ნინია ჰყოლია, გაშეშებული ვწერ პოსტს, არ მინდა დაგიჯერო შვილო, უფალმა ჩაგიხუტოს, დედა ღვთისმშობელმა შეგიფაროს, მიყვარხარ ნინიკო! თანავუგრძნობ არა მარტო ოჯახს, სრულიად საემიგრაციოს, ყველას უდიდესი ტკივილია ეს ანგელოზი!“ – წერს კატერინა კილაძე.
საუკეთესოს დედის შვილი რომ იყო და სულ მზად იყო მოყვასის დასახმარებლად ძალიან მიყვარდა ამიტომ , ემიგრაციაში რამდენჯერ,…
Posted by Katerina Kiladze on პარასკევი, 27 ივნისი, 2025