LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასულ წელს აბორტი 64 არასრულწლოვანს ჩაუტარდა

145
აბორტი

გასულ წელს საქართველოში 14 884 აბორტი გაკეთდა, მათ შორის აბორტი 64 არასრულწლოვანს ჩაუტარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს, ყველაზე მეტი – 5 716 აბორტი 15-29 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გაიკეთეს, 2 371 კი 15-24 წლის ასაკში.

2023 წლის სტატისტიკური მონაცემები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია. 2022 წელს 16 619 აბორტი გაკეთდა, საიდანაც 83 არასრულწლოვანი იყო.

„საქსტატის“ ოფიციალურ გვერდზე აბორტების რაოდენობის ამსახველი ყველაზე ძველი სტატისტიკა 2016 წლით თარიღდება. აღნიშნულ წელს 28 720 აბორტი გაიკეთეს, მათ შორის, 159 შემთხვევაში ქალი არასრულწლოვანი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლიდან 2023 წლის ჩათვლით აბორტების რაოდენობა ყოველ წელს მცირდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g