LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასულ წელს GWP-ს შემოსავალი 178.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა

176
წყალი

გასულ წელს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” შემოსავალი 54%-ით, 178.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა. თბილისის წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელმა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, 158.8 მილიონი ლარი წყალმომარაგების სისტემის შემოსავალს, ხოლო 18.6 მილიონი ელექტროენერიის რეალიზაციის შემოსავალს წარმოადგენდა. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს კომპანიამ 60 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა.

კომპანიის ყველაზე მსხვილი ხარჯი თანამშრომელთა ხელფასები იყო, რაზეც 18 მილიონი ლარი გაიცა, ხოლო ადმინისტრაციის ანაზღაურება 3 მილიონი ლარი იყო. მეორე ადგილზეა ელექტროენერგიის და გადაცემის ხარჯები, რაზეც GWP-იმ 14.8 მილიონი დახარჯა, მესამეზე კი 13.9 მილიონით ჩამდინარე წყლების დასუფთავების ხარჯებია.

2022 წლამდე GWP-ის მფლობელი საქართველოს კაპიტალის ჯგუფში შემავალი კომპანია GGU იყო, წელს კი GGU-ს საკონტროლო პაკეტის მფლობელი ესპანური კორპორაცია Aqualia გახდა. გარიგების ღირებულება $180 მილიონი დოლარი იყო.

“2021 წლის 31 დეკემბერს საქართველოს კაპიტალმა გამოაცხადა, რომ შუალედური მშობელი კომპანია ყიდდა თავისი სააქციო წილის თავდაპირველ 80%-ს ჯორჯია გლობალ იუთილითიზ-ის კომუნალური წყალმომარაგების ბიზნესში FCC Aqualia-ზე („Aqualia“) ორეტაპიანი გარიგებით. გარიგების პირველ ეტაპზე სს „საქართველოს კაპიტალმა“ გაასხვისა ჯორჯია გლობალ იუთილითიზის კაპიტალის 65%-იანი წილი Aqualia-ზე (რაც წარმოადგენს წყალმომარაგების ბიზნესში 80%-იან ეკონომიკურ მონაწილეობას). გარიგების მეორე ეტაპი შედგება ჯორჯია გლობალ იუთილითიზის მიერ გამოშვებული, არსებული ობლიგაციების 2022 წლის ივლისში დაგეგმილი გამოსყიდვის შემდეგ. გარდა ამისა, Aqualia-მ სს „საქართველოს კაპიტალს“ მიანიჭა ფუთ-ოფციონი, რომლის გამოყენება შესაძლებელია 2025 ან 2026 წელს, ხოლო სს „საქართველოს კაპიტალმა“ Aqualia-ს მიანიჭა ქოლოფციონი, რომელიც გამოყენება შესაძლებელია ფუთ-ოფციონის ვადის ამოწურვისთანავე 2026 წელს და საკუთრივ მას ვადა ეწურება ექვსი თვის შემდეგ, წყალმომარაგების მომსახურების ბიზნესში სს „საქართველოს კაპიტალის“ დარჩენილ 20%-იან წილზე”, – ნათქვამია გარიგების შესახებ კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g