LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასულ წელს საზოგადოებრივ სამუშაოებზე 30000-მდე სოციალურად დაუცველი დასაქმდა

131
მოსახლეობა

გასულ წელს საზოგადოებრივ სამუშაოებში 30 000-მდე სოციალურად დაუცველი ჩაერთო, 8 811 სოციალურად დაუცველი კი ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საქმიანობის შეჯამებისას, დასაქმების სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივი სამუშაოების გარდა, 2022 წელს სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე 12 645 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა.

სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა პირველ მარტს დაიწყო. საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული მოქალაქის ხელფასი 300 ლარია. ამასთან, თუ ბენეფიციარი არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული, საქმიანობის ფორმალიზების შესაძლებლობა ეძლევა და ოჯახს 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდება საარსებო შემწეობა. პრემიერმინისტრის თქმით, 200 000 სოციალურად დაუცველი ადამიანი საჯარო და კერძო სექტორში, მომდევნო 2-3 წელში დასაქმდება.

magti 5g