LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გატარდა შესაბამისი ღონისძიებები“ – როდიდან განაახლებს იუსტიციის სახლი მუშაობას

156
Untitled design (2)

თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს 9:00 საათიდან განაახლებს მუშაობას. ამის შესახებ იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

თბილისის იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა

მათივე ცნობით, მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით შეუფერხებლად მიმდინარეობს მზა დოკუმენტების გაცემა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომის ტერიტორიიდან.

„მობილური იუსტიციის სახლები მომხმარებლებს, ამ რეჟიმში, 21:00 საათამდე მოემსახურება.

მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ზომა იქნა მიღებული, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.

იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრმა განაახლა მუშაობა და აგრძელებს მომხმარებლების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24 საათი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

?მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით შეუფერხებლად მიმდინარეობს მზა დოკუმენტების გაცემა თბილისის ცენტრალური იუსტიციის…

Posted by Public Service Hall / იუსტიციის სახლი on Wednesday, 2 August 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g