LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაუტეხელი თუში, აწამეს და ვერ გატეხეს.. 23 წლის ჯარისკაცმა უარი თქვა საქართველოს დროშის გათელვაზე“ – ნანუკა ჟორჟოლიანი 

390
Untitled design

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა.

ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა – მისი გმირობა სამშობლოს ერთგულების, თავგანწირვისა და შეუდრეკელობის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისა თუ მომავალი თაობებისთვის

აღნიშნულ თარიღს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება:

„23 წლის ჯარისკაცმა უარი თქვა საქართველოს დროშის გათელვაზე და არ შეაგინა ქვეყნის მთავარსარდალს. 23 წლის!

აწამეს და ვერ გატეხეს. გაუტეხელი თუში დღეს 39 წლის გახდებოდა.

ანწუხელიძის საქართველოს გაუმარჯოს. დიდება გმირებს!“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

 

23 წლის ჯარისკაცმა უარი თქვა საქართველოს დროშის გათელვაზე და არ შეაგინა ქვეყნის მთავარსარდალს. 23 წლის!

აწამეს და…

Posted by Nanuka Zhorzholiani on პარასკევი, 18 აგვისტო, 2023

 

გიორგი ანწუხელიძე 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტია, რომელიც ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ ოსმა სეპარატისტებმა მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

„15 წლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ტკივილი არ ქრება, ყოველ დღე გიორგის ხსენებაში და მოგონებაში ვიქარვებთ მის არ ყოფნას“ – გიორგი ანწუხელიძის ცოლი

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გიორგი ანწუხელიძის კედელი გაიხსნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები