LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავლენიანი ავტომწარმოებლები მასობრივი ელექტროფიკაციის წინააღმდეგ გამოდიან

131
ელექტროქარი

Hyundai, Volkswagen, BMW და სხვა მწარმოებლები მკაცრი ეკო-ნორმების წინააღმდეგ გამოდიან. გარემოს დაცვის სააგენტომ სამი დღით გახსნა დისკუსია საკითხზე, რომელიც ავტომობილთა გამონაბოლქვის სტანდარტებს ეხება. დიდმა კომპანიებმაც ხმის ამოღება გადაწყვიტეს: თავის წერილში მათ ახსნეს, თუ რამდენად რთული იქნება ინდუსტრიისთვის ამ მოთხოვნების შესრულება. აქტივისტთა ალიანსში არიან –  General Motors, Toyota, Volkswagen, Hyundai, Kia, BMW, Ferrari, Honda, McLaren, Subaru და Porsche.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას გაჟღერებული ეკო-სტანდარტების შემსუბუქებას სთხოვენ. მოთხოვნების მიხედვით 2030 წლისთვის აშშ-ში გაყიდული ახალი ავტომობილების 60% სრულად ელექტრონული უნდა იყოს. 2021 წელს კი საუბარი მხოლოდ 50%-ზე იყო.

წესების გამკაცრება ძალიან ცუდ გავლენას იქონიებს კომპანიებზე, მათ მიერ დასაქმებულ ადამიანებსა და მომხმარებლებზეც. საბოლოო ჯამში მივიღებთ იმას, რომ  ავტომობილი ამერიკელებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები