LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელებული ინფორმაციით, გახარიას გუნდი “ქართულ ოცნებას” დღეს დატოვებს

108
g

გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი დღეს განცხადების გაკეთებას გეგმავს.

არსებული ინფორმაციით, დეპუტატი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს.

გიორგი ხოჯევანიშვილი განცხადებას მედიისთვის 12:00 საათზე გააკეთებს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ხოჯევანიშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდება.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, გახარიას გუნდი საპარლამენტო უმრავლესობას სრული შემადგენლობით დატოვებს.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ -მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის შექმნა დააანონსა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერი 31 მარტს, ზუგდიდში დააფუძნებდა პარტიას, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები