LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული პირი 2 მილიონ დოლარს ითხოვს

133
Untitled design (1)

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული პირი 2 მილიონ დოლარს ითხოვს.

არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა

ადგილზე შეკრებილი მოქალაქეების განცხადებით, თავდამსხმელი ბანკში მყოფებს ამ თანხის სანაცვლოდ გაათავისუფლებს.

„გვითხრეს, რომ მძარცველი 2 მილიონს ითხოვს. მძევლები ჰყავს აყვანილი. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, რომლის იქითაც არ გვიშვებენ“, – განუცხადა ერთ-ერთმა პირმა “ინტერპრესნიუსს”.

შეგახსენებთ, ქუთაისში „საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული პირი ცოტა ხნის წინ შეიჭრა.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ.

ამასთან, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის აღნიშნული თუ რა მოთხოვნები აქვს ბანკში შეჭრილ პირს. ასევე უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფება შენობაში. 

ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს “საქართველოს ბანკი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g