საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ „გუშინდელ საპროტესტო აქციებში, რომლებიც გაყალბებული ადგილობრივი არჩევნებისა და რუსული მმართველობის წინააღმდეგ იყო მიმართული, 80-დან 100 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა“.
მისი განცხადებით, ეს იყო თბილისის ფაქტობრივი მოსახლეობის დაახლოებით 10%.
„ეს იყო თბილისის ფაქტობრივი მოსახლეობის დაახლოებით 10%. პარიზში ეს მაჩვენებელი მილიონ-ნახევარი იქნებოდა, ლონდონში კი – 1.3 მილიონი. 310 დღის შემდეგ!“- წერს ზურაბიშვილი.