LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაყიდიან 230 ავტოს, რომელსაც ფერმერი მთელი ცხოვრება აგროვებდა

129
Capture

გასაყიდად გამოიტანეს კანადელი ფერმერის კოლექცია, რომელიც 230 ავტომობილისგან შედგება. ის ფრანგ ანდრე მუაზარს ეკუთვნოდა, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში კანადაში გადავიდა ნათესავებთან. მოზარდობისას ანდრე ხშირად ეხმარებოდა სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებაში. ემიგრაციაში ბიჭმა დაიწყო სხვადასხვა წლების მანქანების გამოსყიდვა. სიცოცხლის ბოლოსთვის ფერმერის კოლექციაში მრავალფეროვანი მსუბუქი ავტომობილები აღმოჩნდა, ასევე სატვირთოები და სპეცტექნიკა.

კანადაში ანდრე მალევე გახდა ცნობილი. მის კრებულში ევროპული და ამერიკული ტრანსპორტია წარმოდგენილი. მსუბუქი ავტოების გარდა ანდრე არასამგზავროებსა და სატვირთოებსაც ყიდულობდა, სპეცტრანსპორტს და კატაფალკებსაც კი, ასევე მოტოციკლებსა და ტრაქტორებს.

ნათესავებმა იცოდნენ ანდრეს გატაცებაზე, მაგრამ ვერც წარმოიდგენდნენ კოლექციის მასშტაბს, რადგან ის ავტომობილებს მთელი ფერმის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილებში ინახავდა. მანქანები მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ დაითვალეს.

ყველაზე ძვირ მოდელად მიიჩნევა იდეალურად შენახული 1948 წლის Chevrolet Stylemaster. რარიტეტი ოჯახმა 27 ათას დოლარად შეაფასა. ნაკლებად იშვიათი, ასევე უფრო „დაღლილი“ მანქანების შეძენა უფრო იაფად არის შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები