LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაზრდილია პერიმეტრი, სტიქიის შედეგად დაკარგულთა ძებნა 36 ლოკაციაზე მიმდინარეობს“ – ონის მერის მოადგილე

134
Untitled design (3)

შოვში, სტიქიის ზონაში 5 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები 36 „ლოკაციაზე“ გრძელდება – ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ განაცხადა.

ლევან შერაზადაშვილის თქმით, სამძებრო სამუშაოები როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს:

„ამ დროისათვის 28 მიცვალებულის ცხედარია ნაპოვნი. 5 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

აქვე მინდა გითხრათ, რომ დღეს სამ გარდაცვლილს ქუთაისის პროზექტურიდან სოფელ ლაგვანთაში გადმოასვენებენ და ხვალ თემურ ჩარკვიანს, დიმიტრი ფირცხალავასა და ნიკოლოზ ჩალაძეს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

სამძებრო სამუშაოები 36 ლოკაციაზე მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, პერიმეტრი გაზრდილია, ძებნითი სამუშაოები როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს“, – თქვა ლევან შერაზადაშვილმა.

ცნობისათვის, 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, მაშველები სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ 5 ადამიანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები