LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Geely-მ მფრინავი ავტომობილი ჰაერში პირველად აიყვანა

148
flying-car

კომპანია Geely-მ თავისი პირველი მფრინავი მანქანის ცდები დაიწყო. ელექტრო ძრავაზე მომუშავე ავტომობილის პირველი ფრენა წარმატებული აღმოჩნდა და მომავალში მას როგორც შიდა საქალაქო ასევე ქალაქებს შორის ფრენისთვის გამოიყენებენ.

AE200 X01 წარმოადგენს 5 ადგილიან აერომობილს, რომელსაც ვერტიკალურად აფრენა-დაფრენა შეუძლია. ელ-ქარი ისეა დამზადებული, რომ თავისი საქმის შესრულებისთვის სპეციალურად მომზადებული ადგილი არ სჭირდება. მოდელის ტექნიკური მახასიათებლები ჯერ ისევ დიდ საიდუმლოს წარმოადგენს და მოსალოდნელია რომ აერომობილს ქალაქებს შორის გადასაადგილებლად ტაქსის ალტერნატივის სახით გამოიყენებენ.

Geely-ს მფრინავ ავტომობილზე მუშაობა გასული წლის ზაფხულში დაიწყო და ამ დროისთვის მანქანამ სერტიფიცირების პროცესი უკვე დაასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები