LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Geely-მ თავისი სითიქარის ახალი სალონი წარადგინა

106
Geely-მ თავისი სითიქარის ახალი სალონი წარადგინა

Geely-მ ძალიან ბიუჯეტური ელექტრომობილი Smurf წარმოადგინა. კომპანია ახალი მოდელის გაყიდვას თავისი სუბ-ბრენდის Livan-ის ქვეშ აპირებს. სიახლე არის ელექტრომობილი Smurf, რომელიც საკმაოდ იაფი ღირს და ჩინურმა ბრენდმა პირველად აჩვენა მისი ინტერიერიც.

სითიქარის სალონი იგივეა, რაც სხვა ულტრა ბიუჯეტურ მოდელს — Geely Panda Mini-ს აქვს და რომელთანაც Smurf ტექნიკურადაც იდენტურია. „სმურფიმ“ მიიღო 8-დიუმიანი ცენტრალური მულტიმედიური ეკრანი, 9,2-დიუმიანი ციფრული დისპლეი და მოწყობილობების მართვის პანელი.

ბრენდი ავტომოყვარულებს კონდიციონერს და მობილურ აპლიკაციასაც ჰპირდება, რომლის მეშვეობითაც  ზოგიერთი ფუნქციის დისტანციურად მართვა იქნება შესაძლებელი — მაგალითად, კარისა და საბარგულის გახსნა/დახურვა. სიახლის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე შეადგენს შესაბამისად 3100, 1558 და 1610 მილიმეტრს, ხოლო საბურავთა ბაზა — 2015 მილიმეტრს. ავტომობილის სრული მასა მხოლოდ 815 კილოგრამია, სალონი ოთხ ადამიანზეა გათვლილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები