“გეგმური ოპერაციები შეწყდა. მსგავსი დადგენილება ასევე გამოვეცით მეორე ტალღის პერიოდში, რადგან მნიშვნელოვანი არის ამ დროს ყველა საწოლი მობილიზებული იყოს პანდემიაში ჩასართავად.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დღეს განაცხადა და იმ ბერკეტებზე ისაუბრა, რომელსაც უწყება პანდემიასთან ბრძოლის მიზნით გამოიყენებს.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ჯანდაცვის სისტემამ გამოიყენოს, არის ჩართული და გამოცხადებულია მაღალი მობილიზაცია:
“გეგმური ოპერაციები შეწყდა. მსგავსი დადგენილება ასევე გამოვეცით მეორე ტალღის პერიოდში, რადგან მნიშვნელოვანი არის ამ დროს ყველა საწოლი მობილიზებული იყოს პანდემიაში ჩასართავად, რომ არ იყოს ცდუნება, ჩაატარონ ოპერაციები, რომელიც მათ უნდათ და არ იყოს უარი ქვეყნის საჭიროებაზე.
არ გამოვრიცხავ, ისეთი ღონისძიებები გახდეს საჭირო, როგორიც მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნაა.” – თქვა ტიკარაძემ.
დადგება თუ არა ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების მოწყობის აუცილებლობა: ეკატერინე ტიკარაძის პროგნოზი
