LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელოვანის გამზირსა და მაჭავარიანის ქუჩაზე ოქტომბრამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

198
Capture

გელოვანის გამზირსა და მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

მოძრაობა 9 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე შეიზღუდება.

მოძრაობის შეზღუდვის მიუხედავად, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორივე მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში, ასევე, მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობა მიმდინარეობს, რის გამოც, 9 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე, ტრანსპორტის მოძრაობა მარშალ გელოვანის გამზირზეც შეიზღუდება.

გზის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობის მიმართულება არ შეიცვლება და ავტომობილებს გადაადგილება გელოვანის გამზირის გავლით შეეძლებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები