LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

General Motors შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს, მაგრამ მხოლოდ ელექტრომობილებით

44
cadillac

დაახლოებით 5 წლის წინ General Motors-მა ბრენდი Opel კომპანია Stellantis-ს მიყიდა. ამ ნაბიჯის შემდეგ ამერიკელებმა ევროპა ფაქტობრივად დატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ ისევ ყიდიან Chevrolet-ის და Cadillac-ის რამდენიმე მოდელს, ევროპულ ქვეყნებში წარმოება სრულადაა შეჩერებული.

კონცერნმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევროპაში დაბრუნებას გეგმავს, თუმცა უკვე მხოლოდ ელექტრომობილებით.

„მწვანე“ ხაზზე გადასვლა GM-ს საშუალებას მისცემს, რომ ევროპაში მუშაობა განაახლოს, რადგან ელექტროქარების პოპულარობა სულ უფრო და უფრო იზრდება. მარტის თვის შეფასებით, ელექტრომობილებმა და ჰიბრიდებმა გაყიდვების მაჩვენებლით დიზელის მანქანებს გადაუსწრეს, ბაზრის ლიდერი კი Tesla Model 3-ის ელექტრომობილი გახდა.

GM-ის დირექტორის განცხადებით, ბრენდი Opel-ის გაყიდვას არ ნანობს, რადგან ესაა კომპანია რომელიც შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებს უშვებს. თავად კონცერნი რადიკალურ ელექტროფიკაციას უმიზნებს და 2035 წლისთვის გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირებას გეგმავს.

თუ როგორი იქნება ევროპისთვის შექმნილი ელექტრომობილები ჯერ-ჯერობით უცნობია. 2025 წლისთვის GM ბაზარზე 30 ელემენტიან მოდელს გამოიტანს, რომელთა შორისაც იქნება GMC Hummer Ev, ასევე Cadillac და Chevrolet-ის ელექტრო კროსოვერები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები