LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიამ ელექტრომობილების გაყიდვებით პირველად გაასწრო ნორვეგიას

95

რამდენიმე დღის წინ ევროპაში ელექტრომობილების პირველი კვარტლის გაყიდვების შედეგები გახდა ცნობილი. პირველად, გერმანიამ საუკეთესო შედეგი აჩვენა და ნორვეგია მეორე ადგილზე გადაწია. სულ გერმანიაში 17 574 ელექტრო ავტომობილი გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ით მაღალია.

ამ მაჩვენებლის წყალობით, გერმანია ევროპაში ელექტროფიცირებული ავტომობილების გაყიდვების რაოდენობით, პირველ პოზიციაზეა. მთლიანობაში კი ევროპის ტერიტორიაზე ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების გაყიდვები 41%-ით გაიზარდა.

ელექტრომობილებმა გაყიდვების 35%-იანი ზრდა, ხოლო ჰიბრიდებმა 47%-იანი ზრდა აჩვენეს.

ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებს ბაზრის 6,5%-იანი წილი უჭირავთ.

აღსანიშნავია, რომ დიზელის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით შემცირდა, ბაზარზე მათი წილი კი 37%-ით დაბალია. რაც შეეხება ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილებს, მათი წილი 55,5%-ს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები