LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიას გაზიან სასმელზე დამატებითი გადასახადის დაწესება სურს

131
Capture

გერმანიის 16 ფედერალური მიწიდან ცხრამ ხელისუფლებას უალკოჰოლო, შაქრის შემცველ სასმელზე გადასახადის დაწესება მოსთხოვა. მიზეზი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანია, რამეთუ ერთ ქილა გაზიან სასმელში 35 გრამი შაქარი(7-9 ჩაის კოვზი) მაინც არის. სიახლის შესახებ Turkmen portal წერს.

ტკბილი სასმელი ჯანმრთელობის არაერთ პრობლემას იწვევს – დაწყებული ჰიპერაქტიურობით, თავის ტკივილებით და ზედმეტი წონით დამთავრებული. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვებში. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, მავნე სასმელზე დაწესებული გადასახადი მომავალი 20 წლის განმავლობაში საგრძნობლად შეამცირებს დიაბეტის მეორე ტიპის შემთხვევებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს და სიმსუქნეს.

რამდენიმე წლის წინ გერმანიაში მწარმოებლებს გაზიან სასმელში შაქრის დონის შემცირება ნებაყოფლობით სთხოვეს. თუმცა, მას შემდეგ შაქრის შემცველობა მხოლოდ 2%-ით თუ შემცირდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით ტკბილ სასმელზე გადასახადი მინიმუმ 20% უნდა იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები