LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიასა და ჩინეთში ყველაზე მეტი სასტუმრო შენდება

31
34656

2022 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში მილიონობით ახალი სასტუმროს ნომერი შენდება ან მშენებლობა იგეგმება. დაგეგმილ სამუშაოთა ნახევარი ევროპაზე მოდის, დარჩენილი ნაწილი კი – ჩინეთს, აშშ-ს და ახლო აღმოსავლეთს მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას Travel Daily News ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპა დინამიკურად განვითარებადი რეგიონია, მშენებარე სასტუმროების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შემცირდა. მაგალითად, 2022 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით 505 ათასი ახალი ნომრის გაკეთება იყო დაგეგმილი, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,3%-ით ნაკლებია.

მშენებლობის მასშტაბურობით პირველ ადგილს გერმანია იკავებს (38 ათასზე მეტი), მეორეა დიდი ბრიტანეთი (29 ათასი) და ბოლო პოზიციაზე გადანაწილდნენ ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი (10 ათასზე მეტი).

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 900 ათასზე მეტი ნომრის მშენებლობაა დაგეგმილი და ლიდერი 312 ათასი ოთახით ჩინეთია. მეორე ადგილს ვიეტმანი იკავებს (28 ათასი).

რაც შეეხება ამერიკის მხარეს, ლიდერები – აშშ, მექსიკა და კანადა არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები