LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში 10 ათასი უპილოტო ავტობუსის გაშვება იგეგმება

112
345646

გერმანიაში 10 ათასი უპილოტო საქალაქო ავტობუსის გაშვება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო ტრანსპორტის მართვის ფედერალურმა სააგენტომ გაავრცელა.
მოსალოდნელია, რომ ავტობუსები მგზავრების მომსახურებას 2027 წლიდან დაიწყებენ. პირველი ქალაქი, რომელმაც მსგავსი ნებართვა მსაზოგადოიიღო, ჰამბურგი გახდა.

გარდა ამისა, ჩინოვნიკები იმედოვნებენ, რომ მომავალში ქვეყანაში უპილოტო სატვირთოებიც ივლიან.

უპილოტო საზოგადოებრივ ტრანსპორტს ტესტავენ სხვა ევროპულ ქალაქებშიც. მაგალითად, უპილოტო ავტობუსები უკვე დადიან ტარტუს (ესტონეთი), კოპენჰაგენის და ფრანკფურტის (გერმანია) ქუჩებში.

2025 წლიდან ასეთი ავტობუსები გაჩნდება მალტაშიც. 4 წლის განმავლობაში ხელისუფლება ტრანსპორტის ახალი სახეობის შესახებ ადგილობრივთა რეაქციებს დააკვირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები