LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში მსოფლიოში ყველაზე მაღალ ქარის წისქვილს ააშენებენ

109
shutterstock_2529330327-505973b5

გერმანიაში დაიწყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქარის გენერატორის მშენებლობა, რომლის სიმაღლეც 365 მეტრია. ეს კი ეიფელის კოშკზე უფრო მაღალია, წერს heise. შედარებისთვის, ქარის ტურბინების უმეტესობა ჩვეულებრივ მხოლოდ 150-200 მეტრს აღწევს.

ინჟინრების თქმით, 365 მეტრის სიმაღლეზე ქარი გაცილებით სტაბილურია, რაც გენერატორს ორჯერ მეტი ენერგიის წარმოების საშუალებას მისცემს.

გიგანტური ქარის გენერატორის საბაზისო სტრუქტურა ვიზუალურად ეიფელის კოშკს დაემსგავსება – მას ფართო ფოლადის კონსტრუქცია ექნება. მომავალში, სხვადასხვა ზომის ქარის ტურბინებს ქარის ენერგიას სხვადასხვა სიმაღლეზე გამოიყენებენ, რაც ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის წარმოებისთვის გაცილებით ნაკლები სივრცე იქნება საჭირო. შედეგად, მიწის მცირე მონაკვეთზე ბევრად მეტ ენერგიას შექმნიან.

მშენებლობისთვის საჭირო გახდნენ სპეციალისტები, რომლებიც 300 მეტრის სიმაღლეზე ალპინისტური აღჭურვილობით შეძლებდნენ მუშაობას. გერმანიაში ასეთი სპეციალისტები არ აღმოჩნდნენ, ამიტომ პროექტისთვის გუნდი თურქეთიდან მიიწვიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები