LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში ორზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა

92
coronavirus-massnahmen-101--v-videowebm

გერმანია კორონავირუსის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. ქვეყანაში ორზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა. ამასთან, ადამიანებს შორის დისტანცია 1,5 მეტრი მაინც უნდა იყოს.

„ჩვენი მიზანია, კორონავირუსის წინაღმდეგ ბრძოლაში დრო მოვიგოთ,“– განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და მოქალაქეებს ერთმანეთისგან მინიმუმ 1,5 მეტრი დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.

ახალი შეზღუდვების ფარგლებში დაიხურა სილამაზის სტუდიები და მასაჟის ცენტრები, რესტორნებს კი მომხმარებლისთვის მხოლოდ გატანის სერვისის შეთავაზების უფლება მიეცათ.

ცნობისთვის, თავად ანგელა მერკელი ამჟამად კარანტინში იმყოფება. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მერკელი ექიმს პარასკევს შეხვდა, რა დროსაც პნევმოკოკის საწინაღმდეგო ვაქცინა ჩაუტარდა.

ანგელა მერკელი კარანტინში იმყოფება

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში ახალი კორონავირუსის 18 610 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რიცხვი კი – 55-ია.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები