ანგელა მერკელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათ მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად,საქართველოდან მერკელი სომხეთში გაემგზავრება, შემდეგ კი აზერბაიჯანს ეწვევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია.
„10 წლის წინ განხორციელდა წინა ვიზიტი და დროის თვალსაზრისით, ამ ვიზიტს აქვს დიდი მნიშვნელობა რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს.
გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირში და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო იყოს მათი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი თემა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.