ბონის ხელოვნების მუზეუმმა მხატვარი ექსპრესიონისტის პოლ ადოლფ სიჰაუსის „ხედი მდელოზე“ კანონიერ მფლობელებს დაუბრუნა. ტილო გადასცეს იმ ადამიანის შთამომავლებს, რომელმაც მესამე რაიხის დროს წარმოშობის გამო საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა.
ნახატი 1918 წელს შეიქმნა. ის მარი ლუიზა შტადლერს ნაცისტების გამოჩენის შემდეგ უკანონოდ ჩამოართვეს. 1951 წელს ნახატი ბონის ხელოვნების მუზეუმში აღმოჩნდა.
2021 წელს მუზეუმმა კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ ტილო შტადლერის კოლექციაში იყო 1919 წლიდან მაინც. 1926 წელს მან ნამუშევარი ბერლინის ნაციონალურ გალერეას გადასცა. 1933 წელს მარი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, მისი ქონება კი კოლექციასთან ერთად რა თქმა უნდა, სახელმწიფოს გადაეცა.
მუზეუმის თანამშრომლებმა ტილო სისტემა LostArt Database-ში შეიყვანეს, რაც წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის დროს მოპარული, დაკარგული თუ მდებარეობა შეცვლილი კულტურული სიმდიდრის კატალოგს. სწორედ LostArt Database-ის სპეციალისტებმა მიაგნეს შტადლერს.
საინტერესოა, რომ კოლექციონერის შთამომავლებისთვის ნახატის გადაცემის საზეიმო ცერემონია 31 იანვარს გაიმართა.