LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანული მანქანები ყველაზე არასანდო კროსოვერების რეიტინგში ლიდერობენ

166
volkswagen

პორტალის TopSpeed-ის ექსპერტებმა შეადგინეს იმ კროსოვერებისა და ყველგანმავლების რეიტინგი, რომლებმაც თავისი პატრონების მოლოდინები ვერ გაამართლეს და ზედმეტად პრობლემურები აღმოჩნდნენ.

10 მოდელისგან შემდგარ სიაში ადგილები დაიკავეს როგორც აზიურმა, ასევე ამერიკულმა ავტომობილებმა, თუმცა უპირობო ლიდერები გერმანული მოდელები აღმოჩნდნენ. რეპუტაციის მთავარი შემლახველები არიან – Volkswagen Taos და Tiguan,  ასევე Mercedes-Benz GLC, რომელმაც მინიმალური შეფასება მიიღო.

მეათე ადგილი Hyundai Tuscon-მა დაიკავა, 2016 წლის მოდელმა 100 ქულიდან 6 აიღო. მისი მფლობელები ძრავის, ტრანსმისიის და ელექტრონიკის პრობლემებზე ჩივიან. მე-9 და მე-8 ადგილებზე Nissan Pathfinder და Jeep Cherokee გადანაწილდნენ. (ორივეს 5-5 ქულა აქვთ)

5 ქულა აქვს ასევე Buick Encore-ს, რომლის შემთხვევაშიც პრობლემა ძრავა, გაგრილების სისტემა და ელექტრონიკაა. შემდეგია Kia Sorento, ოღონდ ჰიბრიდული აგრეგატით.

4 ქულა დაიმსახურა Ford Mustang Mach-E-მ – დეფექტიანი ელექტრონიკა, ზეთის გაჟონვა და ნაწილების ნაადრევი ცვეთა – ეს მხოლოდ ნაწილია მრავალფეროვანი პრობლემების.

ტოპ ადგილები 2022 წლის ავტომობილებს ხვდათ წილად. მეოთხეა – Volvo XC60 (4 ქულით).

პირველ სამეულს Mercedes-Benz GLC ხსნის და Volkswagen-ის ორი მოდელი ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები