LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანული ქალაქი ნუდისტების უფლებებს დაიცავს

107
Screenshot 2025-03-20 132414

ბალტიის ზღვის სანაპიროზე, გერმანიის ქალაქ როსტოკში ნუდისტურ პლაჟებთან დაკავშირებით ახალი წესები შემოიღეს. ამიერიდან, თუკი ადამიანი ნუდისტების ზონაში მივა და გახდა არ სურს, მას შეიძლება ტერიტორიის დატოვება მოსთხოვონ. სიახლის შესახებ Independent წერს.

გადაწყვეტილების მიზეზი გახდა დამსვენებელთა საჩივრები, რომელიც ზოგიერთი სტუმრის უპატივცემულო გამოხტომებს ეხება. ნუდისტების თქმით, ზოგიერთი ჩაცმული ადამიანი ძალიან ცუდად იქცევა, ცუდ კომენტარებს აკეთებს, სხვებს ფოტოებს უღებს და ა.შ.

როსტოკი თავისი პლაჟებითაა ცნობილი და ისინი სამ ზონადაა დაყოფილი: ნუდისტური, შერეული და ჩვეულებრივი, სადაც საცურაო კოსტიუმებით ყოფნაა ნებადართული. ახალი წესის დამსახურებით ნუდისტური ზონები პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის უნდა იყოს კომფორტული, ვინც ტანსაცმლის გარეშე დასვენებას ანიჭებს უპირატესობას.

გერმანიაში ნუდიზმს დიდი ტრადიცია აქვს და XIX საუკუნიდან იღებს სათავეს, თუმცა დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ნაკლებად პოპულარული ხდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამის გამო როსტოკში ნუდისტური ზონები 37-დან 27-მდე შემცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები