მას შემდეგ რაც, არაერთი საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ფინალისტისა და გამარჯვებულის, მომღერალ თათია კობალაძის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, თათიამ ჯერ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, შემდეგ საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე პოსტიც განათავსა და მარინა ბერიძეს მიუძღვნა.
საუბარია ვიდეოზე, რომელშიც თათია კობალაძის პირველი გამოსვლაა ასახული „ჯეოსტარში“, სადაც მუსიკალური პროდიუსერისგან არასახარბიელო შეფასებები დაიმსახურა.
კერძოდ, ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ეუბნება უარს ცნობილი მუსიკალური პროდიუსერი მას „ჯეოსტარში“ აყვანაზე იმ მიზეზით, რომ თათიას სასიმღერო მონაცემი არ აქვს.
„მონაცემი“, როგორც ამბობს ქალბატონი მარინა, არ მქონდა?! რომ არ მქონდა ეს თათია ვერ იქნებოდა, რაც არის ახლა“ - თათია კობალაძე მარინა ბერიძეს მადლობას უხდის
მომღერალი საკუთარ გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
ამასთან, ამავე ვიდეოში ყველა ის წარმატებაა ასახული, რასაც თათიამ წლების განმავლობაში მიაღწია.
მომღერალი საკითხზე გამოთქმულ მოსაზრებებს კიდევ ერთი პოსტით ეხმაურება სოციალურ ქსელში. ამჯერად, თათია კობალაძე მოუწოდებს საზოგადოებას, ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას მარინა ბერიძეს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემი ვიდეო სრულიად მოტივაციას ეძღვნებოდა ხალხნო და რაღაც უაზრო კომენტარებს რომ ვკითხულობ, ძალიან მეცინება
თურმე ქალბატონი მარინა მამზადებდა „ჯეოსტარის“ მერე ვოკალში და რა ვიცი, ათასი სისულელე.
გეყოფათ, ნურც მას აყენებთ შეურაცხყოფას მეგობრებო, ნამდვილად არ არის ეგ ჩემი მიზანი!
მიზანი მიღწეულია. მე გაჩვენეთ უბრალოდ ის თუ როგორ არასოდეს არ უნდა დანებდეთ და რომ არასოდეს არ გაუშვათ ოცნებას ხელი! მიყვარხართ ყველა ძალიან
ამდენი ბრძოლის, ცრემლის და ტკივილის შემდეგ
უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ იქ, იმ დიდ სცენაზე, მეც ვიტყვი რომ ქართველი ვარ
არასოდეს დაგივიწყებთ არავის ამის პირობას საჯაროდ ვდებ და თუ ოდესმე მეღირსება მსოფლიო ვარსკვლავის ტიტული
პირობას გაძლევთ, რომ ერთ ბოინგს, სპეცრეისით გამოვუშვებ და ყველა ქართველს ვისაც ექნება სურვილი ჩამოვიდეს ჩემს კონცერტზე სრულიად უსასყიდლოდ ჩამოხვალთ ყველა და ჩაგიკრავთ გულში!“ – წერს თათია კობალაძე.
თათია კობალაძე ამერიკულ „ნიჭიერში“ გამოჩნდება: „ძალიან ბედნიერი ვარ!..“