LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GFF Awards: გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

158
გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს 2024 წლის კაცი ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილია. ნომინაციის გამარჯვებული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებულ საღამო GFF Awards-ზე სასტუმრო „პულმანში“ დაასახელეს.

2024 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი:

გამარჯვებული – გიორგი მამარდაშვილი.

ნომინანტები – ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნომინაციაში გამარჯვებული ხმის მიცემის შედეგად გამოავლინა. სამეულს შესაბამისი ქულები (5, 3, 1 ქულა) რიგითობის პრინციპით მიენიჭა. ხმის მიცემაში მონაწილეობდნენ:

ვეტერანი ფეხბურთელები – 38 ხმა

ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეები – 27 ხმა

საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანება – 11 ხმა

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია – 20 ხმა

სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: თეონა ბაქრაძე

ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე: გიორგი ღავთაძე

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: საბა გოგლიჩიძე

საუკეთესო მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

ალექსანდრე ჩივაძის მედალი – U19

ოქრო: საბა სამუშია (დინამო თბილისი)

ვერცხლი: ვახტანგ სალია (დინამო თბილისი)

ბრინჯაო: ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი)

ალექსანდრე ჩივაძის მედალი – U17

ოქრო: საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)

ვერცხლი: ანდრია ბართიშვილი (დინამო თბილისი)

ბრინჯაო: მათე შათირიშვილი (დინამო თბილისი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g