LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მგონი, ჩვეულებრივი ამბავია, ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ

133
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

„საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, 1 მილიონი ეთნიკურად ქართველი გვყავს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მგონი, ჩვეულებრივი ამბავია“, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე: რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებზე საუბარი არ არის – საზღვაო მიმოსვლის შესახებ ინფორმაცია „ფეიკია“

როგორც მან აღნიშნა, პირდაპირი ფრენები არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს აწარმოებს რუსეთთან. ამასთან, ღარიბაშვილის განმარტებით, „არც ერთი სანქცირებული კომპანია, არც ერთი სანქცირებული ხაზი არ იფრენს საქართველოში“.

„სანქციების დაწესება ქართული კომპანიებისთვის კატასტროფა იქნება“ – თეონა აქუბარდია

„უპირველეს ყოვლისა ამერიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და ძალიან მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას გაუკეთებია ჩვენთვის და ევროპისაც ძალიან მადლიერნი ვართ.

ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, 1 მილიონი ეთნიკურად ქართველი გვყავს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მე მგონი, ჩვეულებრივი ამბავია, თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან.

როგორც ვახსენე ეს არის ჩვენი ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი. როგორც ევროკავშირი და ამერიკა აკეთებს რუსეთთან“, – განაცხადა პრემიერმა.

აშშ-ის სახდეპი: შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენით – შესაძლოა, კომპანიები საქართველოს აეროპორტში სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ

magti 5g