LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: „ვინ არის საერთოდ ხაზარაძე? ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე რაღაც მუქარებს აჟღერებს, პროკურორია თუ როგორ ბედავს? რეპრესიებს აანონსებს ეს არარაობა, თაღლითობაში მხილებული ადამიანი“

154
Untitled design

„მინდა ხაზარაძეს მივუბრუნდე და შეგახსენოთ, რომ ცნობილი პროექტი, რომელიც 2016 წელს მთავრობამ მიანდო – ანაკლიის პორტის პროექტი – მან ჩააგდო, ვერ განახორციელა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე, „ლელოს“ ლიდერზე, მამუკა ხაზარაძეზე საუბრის დროს განაცხადა.

ღარიბაშვილი ხაზარაძის მიერ ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და მას „არარაობა“ უწოდა.

„მთავრობა 5 თუ 6 წელი ელოდა და ამის შემდეგ, ეს ადამიანი წავიდა, სასამართლოში უჩივლა ჩვენს სახელმწიფოს, ხალხს და ედავება 1 მილიარდ 500 მილიონ დოლარს. ჩვენი ქვეყნის და ხალხის გაძარცვა აქვს ამ ადამიანს გამიზნული. კიდევ ერთი, როდესაც იგი საუბრობს ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე და რაღაც მუქარებს აჟღერებს, ვინ არის საერთოდ ხაზარაძე? პროკურორია თუ როგორ ბედავს ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებას? რეპრესიებს აანონსებს ეს არარაობა, თაღლითობაში მხილებული ადამიანი? ყველაფერი ნათელია ჩვენთვის. ეს არის „ნაცმოძრაობის“ და მათი ლობისტების მიერ აპრობირებული მეთოდი.

მათი მიზანია ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანა, მაგრამ მათ მთავარი ავიწყდებათ, ჩვენი ხალხი ბრძენია და ვეღარ მოატყუებენ. ვერ მოატყუებს ვერც სააკაშვილი, ვერც მისი მფარველები და ლობისტები, ვერც ხაზარაძე და მისნაირი „ლუზერები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი მამუკა ხაზარაძეზე: ეს ვიღაც მევახშე როგორ ბედავს ბიძინა ივანიშვილის ქვეყნიდან გაძევებაზე საუბარს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g