ღაზას სექტორში, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. მათ შორისაა პალესტინის მებრძოლთა ჯგუფის უმაღლესი მეთაური. გარდა ამისა, ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ათობით დაშავებულის შესახბ ავრცელებენ ცნობებს.
„ისრაელმა უშუალო საფრთხის წინააღმდეგ ზუსტი კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა“, – განაცხადა სატელევიზიო მიმართვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა.
სარაკეტო იერიშის გამო, ისრაელის ჰოსპიტალს ჩვილები და მძიმე პაციენტები დაცულ პალატებში გადაჰყავთ