საშობაოდ ღაზას სექტორიდან ქრისტიანებს აეკრძალებათ წმინდა ქალაქების ბეთლემისა და იერუსალიმის მონახულება. ამის შესახებ ისრაელის ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება. საინფორმაციო სააგენტო “როიტერსის” ცნობით შეზღუდვები ვრცელდება, ასევე საზღვრის დატოვებაზეც, სადაც მოქალაქეებს გასვლისას სპეციალური თანხმობის საბუთი დასჭირდებათ.
ღაზაში დაახლოებით 1000-მდე ქრისტიანი ცხოვრობს. მათი უმეტესობა მართლმადიდებელია.
ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც ღაზის მაცხოვრებლებს ტერიტორიის დატოვება შეეძლებათ, ალენბაის ხიდის გავლით, იორდანიის საკონტროლო-გამშვები პუნქტია. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ისინი წმინდა ქალაქებში მოხვედრას ვერ შეძლებენ.