ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზაში ახალი სამხედრო ოპერაცია ინტენსიური იქნება. მისი თქმით, ახალი სამხედრო ოპერაციის მიზანი „ჰამასის“ დამარცხებაა.
„მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოსახლეობის გადაადგილება მოხდება“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, Associated Press-ის ინფორმაციით, დღეს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა გეგმა დაამტკიცა, რომელიც ღაზის სექტორის მთელი ტერიტორიის დაპყრობასა და იქ განუსაზღვრელი ვადით დარჩენას ითვალისწინებს.